ჩეხეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მოწვევით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, National Geographic-ის, Forbes-ის, Vogue-ის, Cosmopolitan-ის ჩეხური რედაქციების წარმომადგენლებისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის პრესტური გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ყვარელი, თელავი და წინანდალი მოინახულეს.

„ჩეხეთიდან პრესტური ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით გაიმართა. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული კერძების, ღვინის და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში თბილისიდან პირდაპირ ორმხრივ ავიარეისებს ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას ასრულებს. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩეხეთიდან საქართველოში 66.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა“, - აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო