"ჯორჯიან მანგანეზმა" ზესტაფონში ქარსაცავი ზოლის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ საქარის თემთან, ქარსაცავი ზოლის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო.

"ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, პროექტს „ქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად" არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის", სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDC) და ზესტაფონის მერია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან" ერთად ახორციელებენ.

მათივე ცნობით, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, აღნიშნული პროექტი ზესტაფონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტის მიზანია, წლის ბოლომდე 4 500-მეტრიანი ქარსაცავი ზოლი მოეწყოს.

„პროექტის პირველ ეტაპზე, ნერგები ორ ზოლად უკვე დაირგო. ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები მომავლისთვის" ერთად ხორციელდება და მასში ჩართულია მოსახლეობაც. მწვანე საფარის ამ საქარე ზოლის დანიშნულებაა, საწარმოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე დასახლება - სოფელ საქარის თემი დაიცვას ატმოსფეროში გაფრქვეული სამრეწველო მტვრის იმ ნაწილაკებისაგან, რომლებიც ჰაერში სწორედ საწარმოო პროცესების შედეგად ხვდება“, - განაცხადა ვასილ გველესიანმა.

გარემოსდაცვითი პროექტის მესამე ეტაპი შემოდგომაზე განხორციელდება და წლის ბოლომდე 1500 ნერგი დაირგვება.

იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=FvIbij-kOOw&feature=youtu.be&fbclid=IwAR0WTkj5nHIPwMB1mUmutajOIMnMbTnU4fSPiF_DzOEAAler5Xj3aWzW2cI

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა