ბოლნისში  საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისში, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებმა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

მათივე ცნობით, პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ესწრებოდა, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს ახალი პროგრამის დეტალები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

„საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, ქონებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოწვევა იყო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება კი, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ასეთი კომპანიებისთვის.

,,რეგიონების მეწარმეებისთვის ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, სამომავლოდაც გეგმავს პერმანენტულ საინფორმაციო შეხვედრებს, რათა ამ მექანიზმით, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ ისარგებლოს“,-განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, სქემის ოპერირებას და მონიტორინგს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს. სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს, სქემის ფარგლებში გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.

დღევანდელ შეხვედრას 170-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო. კითხვა-პასუხის ფორმატში, მათ საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მიიეღოთ ინფორმაცია.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა