სანდრა რულოვსი - მანუჩარ ჩხეტიას პროცესზე პოლიციელი ტყუილს ტყუილზე ამბობდა და თავის თავს ეწინააღმდეგებოდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესზე ჩანდა, რომ ის მართალი იყო. მისივე თქმით, მეორე მხარე ტყუილს ტყუილზე ამბობდა და თავის თავს ეწინააღმდეგებოდა.

"როგორც ხედავთ, გათავისუფლდა მანუჩარ ჩხეტია. ყველანაირად ჩანდა ამ პროცესის განმავლობაში, რომ მართლები ვიყავით. პოლიციელი ტყუილს ტყუილზე ამბობდა და თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ დარბაზში ვერ შევიკავეთ რეაქცია. ცხადი იყო, რომ ეს სპექტაკლია. მთავარია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სააჩევნო კამპანიას და ვერავინ გაგვაჩერებს", - აღნიშნა რულოვსმა ჩხეტიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 19 აპრილამდე გადაიდო. ჩხეტია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდება.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა