შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა პრობლემატური საკითხების, კერძოდ, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა განაცხადა, რომ ,,დღევანდელი მორიგი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს.

„ჩვენ მოვინიშნეთ ყველა პრობლემური საკითხი, განვიხილავთ და უახლოეს დღეებში გავცემთ პასუხებს“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა