ირაკლი კობახიძე - გირგვლიანის საქმის ჩაბრუნების შანსი სააპელაციოში მურუსიძეს მოუსპო იმან, რომ შავგულიძემ არ გაასაჩივრა საქმე აპელაციაში

პოლიტიკაში რომ ხარ, არ შეიძლება შუბლის ძარღვი გაიწყვიტო. გირგვლიანის საქმის ჩაბრუნების შანსი სააპელაციოში მურუსიძეს მოუსპო იმან, რომ შავგულიძემ რ გაასაჩივრა საქმე აპელაციაში,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ შალვა შავგულიძე ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის სარგებლობს იმით, რომ საზოგადოება იურიდიულ ნიუანსებში ვერ ერკვევა.

„პირველ ინსტანციაში იყო გამოტანილი განაჩენი 7 და 8 წელი მიესაჯათ, შემდეგ პრეტენზიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შავგულიძემ არ გაასაჩივრა ეს სააპელაციოში, გაასაჩივრა პროკურატურამ. კითხვა არ ჩნდება, რატომ არ გაასაჩივრა? პოლიტიკაში რომ ხარ, არ შეიძლება შუბლის ძარღვი გაიწყვიტო, გათვლა აქვს შავგულიძეს იმაზე, რომ საზოგადოება ვერ ერკვევა იურიდიულ ნიუანსებში. შავგულიძემ თქვა ტყუილი. შავგულიძემ ისეთი რამ გააკეთა, რომ პრაქტიკულად სპობდა სარჩელის სტრასბურგში წაღების შესაძლებლობას. გირგვლიანის საქმის ჩაბრუნების შანსი სააპელაციოში მურუსიძეს მოუსპო იმან, რომ შავგულიძემ არ გაასაჩივრა საქმე აპელაციაში“,- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა