ირაკლი კობახიძე - დღეს ვიღაცეები რაღაცეებს რომ ამადლიან ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“,  გაიხსენონ რა ხდებოდა 2010-2011 წლებში

დღეს ვიღაცეები რაღაცეებს რომ ამადლიან ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, გაიხსენონ რა ხდებოდა 2010-2011 წლებში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის’ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა ახლაც მძიმე რეჟიმში იცხოვრებდა, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსუფთავებული ჰქონდა პოლიტიკური ველი.

„2011 წელს, როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, სრული იმედგაცრუება, პესიმიზმი იყო და არავის ჯეროდა, რომ „ნაციონალურო მოძრაობა“ წავიდოდა, იმდენად მოასუფთავა პოლიტიკური სპექტრი მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. დღეს ვიღაცეები რაღაცეებს რომ ამადლიან ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, გაიხსენონ რა ხდებოდა 2010-2011 წლებში, როდესაც მოსუფთავებული იყო პოლიტიკური სურათი „ნაცმოძრაობის“ მიერ. რომ არა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, დღესაც ვიქნებოდით იმ უმძიმეს რეჟიმში, რომლის მთავარი შედეგი იყო დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა და სრული უგულვებელყოფა ყველაფრის, რასაც კი თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა