ირაკლი კობახიძე - ოპონენტს ერთი ქეისი არა აქვს, რომლითაც დაადასტურებს, რომ სასამართლოში კლანი არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლოში საქმეები კეთილსინდისიერად და სამართლიანად განიხილება.

როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ოპონენტს ერთი ქეისი არა აქვს, რომლითაც დაადასტურებს, რომ სასამართლოში კლანი არსებობს.

„როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ეს აჩვენებს, რომ დღეს საქმეები განიხილება კეთილსინდისიერად და სამართლიანად. სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. ვეკითხებით - აბა, მოიყვანეთ ერთი საქმე, სადაც აშკარად უსამართლოდ გადაწყდა საკითხი - „რუსთავი 2“, მეტი საქმე არ აქვთ. გასაგებია, რომ პოლიტიკური ინტერესი აქვთ კონკრეტულ NGO-ებს და სხვა სუბიექტებს „რუსთავი 2“-ის საქმის მიმართ. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, 9 მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა და ა.შ. დააკმაყოფილა შესაბამისი სარჩელი იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ წაართვა „ნაცმოძრაობამ“ კანონიერ მფლობელს და შესაბამისად, ეს დაადასტურა სასამართლომ. ერთი ქეისი არა აქვს ოპონენტს, რომლითაც დაადასტურებს, რომ კლანი არსებობს. კლანი არის გავლენიანი ადამიანების ვიწრო ჯგუფი, რომელიც უსამართლობას სჩადის. უსამართლობას ვერ ადასტურებენ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო