ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე საბჭოს წარმომადგენლების პოზიციის გათვალისწინებით ჩაიწერა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე საბჭოს წარმომადგენლების პოზიციის გათვალისწინებით ჩაიწერა.

ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მისი მისამართით დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა.

“ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი არ იყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო. გამომდინარე აქედან, გარკვეულ ეტაპზე ჩვენ საბჭოს წარმომადგენლებთან ცალკე კონსულტაციები გვქონდა. ეს იყო ღია, საჯარო პროცესი და არავისთვის დამალული არ ყოფილა. ამის შესახებ იცოდნენ ეკა ბესელიამ და სხვა დეპუტატებმაც. ერთ-ერთი მდივნის საკითხი იყო, რაც მე გავიზიარე. ბოლომდე არ ვეთანხმებოდი. ამით ცუდი არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ჩემი მოსაზრება იყო, რომ არ იყო აუცილებელი ამის კონსტიტუციის დონეზე გაწერა. გვქონდა ოდნავ განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ საბოლოოდ გავიზიარე. თუმცა იყო უამრავი საკითხი, რომელიც არ გავიზიარე - მაგალითად, პარლამენტში იუსტიციის საბჭოს წევრები 3/5-ით რომ აირჩევიან, იუსტიციის საბჭო ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა არ გავიზიარეთ. ის რომ პარლამენტი ჩართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, აქაც განსხვავებული პოზიცია იყო, რაც არ გავიზიარეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ “360 გრადუსში“.

მან აქვე აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში ადგილი აქვს ტყუილებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცელობას და ამ კუთხით პოლიტიკური პროცესი მძიმე გახდა.

„შენმა მეგობარმა მიხეილ ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს, სადაც ეწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანზე კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და ასევე დაამატა არჩევის პროცედურა“, - ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს მიმართა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარეს მიჰყავდა და მან იურიდიულ კომიტეტში მომზადებული საკმაოდ ბევრი შენიშვა არ გაიზიარა.

“კონსტიტუციაში არ ეწერა, რომ იმ ხალხს, ვის მიმართაც არსებობს განსაკუთრებული აგრესია და მიუღებლობა, იუსტიციის საბჭო უვადოდ უნდა ირჩევდეს, მაგრამ მეორე მოსმენის დროს, შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს კაბინეტში, სადაც ეწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანზე კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და ასევე დაამატა არჩევის პროცედურა. ასე რომ, შენ, კობახიძემ და ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ, ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ! მერე ასევე ჰკითხე შენს მეგობარ კობახიძეს, რა შენიშვნები მქონდა მე პირადად და რაზე ვათქმევინე მას უარი, ვერ გავატანინეთ და მოგიყვება”, – ასე მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო