ირაკლი კობახიძე  ყოფილ თანაგუნდელებზე - მათ არაერთხელ უთხრეს: „კულტურულად უნდა მოიქცე“

ეს რღვევა კი არ არის, ეს არის პარტიის გაჯანსაღება. ეს დაანონსდა მაშინვე, როცა დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის დატოვებას საკრებულოს ორი დეპუტატის მიერ.

კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ გაიხსენა, თუ არ ხდებოდა ბოლო თვეებში და აღნიშნა, რომ „ერთი და იგივე, ათი ადამიანი აქტიურობდა და ლოგიკური იყო ის შედეგი, რომელიც დადგა“. რაც შეხება ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას, კობახიძე აცხადებს, რომ ისინიც იმ გუნდის წევრები იყვნენ, ვინც „ოცნება“ შედარებით ადრე დატოვა.

„ისინი სხვა მიზეზის გამო ვერ აქტიურობდნენ, მაგრამ ეს იყო ერთი ჯგუფი. მათ ჩათვალეს, რომ არ ჰქონდათ ის წონა, თან საკრებულოს წევრები იყვნენ, მაგრამ ეს იყო ერთი ჯგუფი. მათ ჰქონდათ ერთი და იგივე ინტერესი ერთი წლის წინ, რაც ჰქონდათ ამ თვეების განმავლობაში და მათ არაერთხელ უთხრეს - „კულტურულად უნდა მოიქცე“. ეს ფრაზა არაერთხელ იყო გამოყენებული და რა იგულისხმებოდა ამაში. თუ ხარ უმრავლესობაში, რაღაც წესები უნდა დაიცვა და კრიტიკა შეინახო შიგნით და თუ გაქვს ის შეხედულებები, რომელიც საბოლოოდ გამოავლინეს,მაშინ გარეთ უნდა გახვიდე და იქიდან ილაპარაკო. კულტურის ეს ელემენტარული წესები ირღვეოდა თვეები განმავლობაში“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტიის რღვევა არ მიმდინარეობს და პირიქით, ეს არის გაჯანსაღების პროცესი.

„ეს რღვევა კი არ არის, ეს არის პარტიის გაჯანსაღება. ეს დაანონსდა მაშინვე, როცა დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი. უმრავლესობაში დღეს არის წარმოდგენილი 108 დეპუტატი, არის უამრავი ადამიანი წარმოდგენილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, აქეთ არის 10 სულ, რამდენიმე მათგანთან იყო კითხვები, იყვნენ ისინი, ვინც დატოვეს პოლიტსაბჭო“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რომან კაკულიას დღევანდელ განცხადებას, რომ“ ქართული ოცნების" თითოეული წევრი გაცილებით უფრო მყარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს "ქართული ოცნების ახალი სახე“, კობახიძემ აცხადებს, რომ რომან კაკულიასთან შეხვედრა ჰქონდა და კარგია, რომ ის გუნდის შიგნით საუბრობს პრობლემებზე.

„თვითკრიტიკა კარგია, მქონდა შეხვედრა ბატონ რომანთან, არაერთი საკითხი განვიხილეთ.“,- აღნიშნა კობახიძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა