გერმანიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ქართულ საპენსიო რეფორმაზე -  სახელმწიფომ სწორ დროს შეამჩნია, რომ მოსახლეობის საკეთილდღეოდ საჭიროა მსგავსი სისტემის შექმნა

შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ სწორ დროს შეამჩნია, რომ მოსახლეობის საკეთილდღეოდ საჭიროა მსგავსი საპენსიო სისტემის შექმნა,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლემ პროფესორმა ნორბერტ ბერნსდორფმა დღეს თსუ-ში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მიერ გამართულ საჯარო ლექციაზე დაგროვებითი საპენსიო სისტემის კომენტირებისას განუცხადა.

ნორბერტ ბერნსდორფმა და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ღია კარის დღეზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოში შემოღებულ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე და ამ კუთხით გერმანიის გამოცდილებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც ბერნსდორფმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა მისასალმებელია და ასევე განაცხადა, რომ ეს სისტემა ნებაყოფლობითი ჩართვის დაშვების შემთხვევაში შედეგს ვერ უზრუნველყოფდა.

„სისტემა ძირითადად მისასალმებელია. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ სწორ დროს შეამჩნია, რომ მოსახლეობის საკეთილდღეოდ საჭიროა მსგავსი საპენსიო სისტემის შექმნა, რამდენადაც ამ სისტემის შექმნა პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. მიმაჩნია, რომ საპენსიო სისტემაში ჩართვის იძულებითი ხასიათი გამართლებულია. ბუნებრივია, სისტემის გარშემო ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული მსჯელობა , თუმცა სისტემაში ჩართვა სავალდებულო რომ არ იყოს, მიმაჩნია, რომ არავინ არ შეურთდებოდა მას“, -განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, მან რჩევის სახით აღნიშნა, რომ საჭიროა დაკვირვების რეჟიმში ყოფნა ამ სისტემასთან დაკავშირებით და პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება და ცვლილებები უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ „საპენსიო სააგენტოს“ ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად დაგროვებით საპენსიო სისტემაში, 48 121 კომპანიაა უკვე ჩართული და 721 355 პირადი ანგარიშია გახსნილი,საპენსიო დანაზოგის მოცულობა 157 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 560 000 ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო