ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის ფარცხალაძის ეპიზოდზე - აღქმა არის ჩამოყალიბებული, ამას ხელს უწყობდა მედია, შესაბამისად, საზოგადოების ეს რეაქცია არის ბუნებრივი

მადლობა ღმერთს, დღეს ხელშეუხებელი არავინ არის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ ცვლილების, რომელიც 2012 წელს განხორციელდა. ამიტომ ხელშეუხებელი არავინ უნდა დარჩეს და თუ არის სადმე კვალი გადაცდომის, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მასში საუბარია, რომ საქართველოში კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება კვლევაში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძესთან ნაწილს, კობახიძე აცხადებს, რომ აღქმა ასეთია საზოგადოებაში ჩამოყალიბებული.

„აღქმა არის ჩამოყალიბებული, როგორც ვთქვი, ამას ხელს უწყობდა მედია, შესაბამისად, საზოგადოების ეს რეაქცია არის ბუნებრივი. თუ არის საუბარი გადაცდომებზე ამას სჭირდება მტკიცებულებები“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე,პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

„რაც შეეხება თორდიას საქმეს, ამაზე განცხადება გავაკეთე, რომ ბოლომდე მისაყვანია ამ საქმის განხილვა ყველა სამართალდამცველი ინსტანციის მხრიდან და ეს არის გასაკეთებელი. ჩვენ დავინტერესდებით ამით“,- აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე კვლევის ნაწილს, კობახიძე აცხადებს, რომ ხელშუხებელი არავინ უნდა იყოს.

„რაც შეეხება ქონებას, თუ არის კონკრეტული საფუძველი, ბუნებრივია, ამითაც სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მადლობა ღმერთს, დღეს ხელშეუხებელი არავინ არის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ ცვლილების, რომელიც 2012 წელს განხორციელდა. ამიტომ, ხელშეუხებელი არავინ უნდა დარჩეს და თუ არის სადმე კვალი გადაცდომის, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე კორუფციულ გარიგებაშია ჩართული. ხოლო, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის ქმედებებს ხელისუფლება ხელს აფარებს, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში კორუფციის არსებობას ეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” კვლევა (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია. რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (91%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (86%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (79%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (58%).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა