მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეხვედრას გამართავს

13 აპრილს, მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეხვედრას გამართავს.

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, პოეტი დავით მაღრაძე საზოგადოებას მიმართავს და “თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მაღრაძე 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიის დარბაზში იწვევს ყველას, “ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია“.

“მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში, “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში! შემოგვიერთდით, ვინც განსაცდელში ინარჩუნენდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ! “ნაციონალური მოძრაობა” წარსულს უარყოფს, “ოცნებამ” კი, მომავალი უარყო“, - განაცხადა მაღრაძემ მოძრაობის საორგანიზაციო შეკრებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა