პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დედაენის“ დღის აღსანიშნავად, 13-14 აპრილს, სამცხე - ჯავახეთის რეგიონს ეწვევა, ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, „დედაენის“ დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში არსებულ კომპანიებს ესტუმრება და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

სამცხე- ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო