კიმ ჩენ ინი მზადაა, დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ შეხვდეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მესამე შეხვედრის გამართვის მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

„თუ აშშ ისეთ გადაწყვეტილებას გამონახავს, რომელსაც ჩვენ გავიზიარებთ და სწორად შემოგვთავაზებენ მესამე შეხვედრისა და მოლაპარაკებების გამართვას, მაშინ მზად ვიქნებით დავთანხმდეთ მას“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

კიმ ჩენ ინმა აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს თავის მიდგომებს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხში.

„ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხელს მოვაწერ შეთანხმებას თუ ის ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს ინტერსებს უპასუხებს და სამართლიანი და მისაღები იქნება“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ წავა იმ დათმობებზე, რომელიც აშშ-მა ჰანოიში ჩატარებულ შეხვედრაზე წარადგინა.

იხილეთ ვიდეო: კიმ ჩენ ინი მზადაა, ტრამპს კიდევ ერთხელ შეხვდეს - "ყოყმანის გარეშე მოვაწერ ხელს შეთანხმებას, თუ ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს ინტერსებს უპასუხებს"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს