მაია ცქიტიშვილი - დასაფასებელია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა ყველაზე მეტად ახალგაზრდობაზე ფიქრობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც ხეობის განვითარებისათვისაა აუცილებელი. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ხეობის ახალგაზრდებისათვის აუცილებელია არსებობდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოსწავლეებისთვის - სკოლაში სხვადასხვა დამატებითი წრეები, ისაუბრეს სოფლების გზებისა და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზეც. ასევე, აღინიშნა, მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა. ქალბატონებმა მინისტრებს ამ პროგრამებით საგებლობის საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, პანკისის ხეობაში ქალბატონებისა და ბევრი რეგიონისთვის „უჩვეულო ერთიანობაა“.

„ძალიან საინტერესო და ძალიან დასაფასებელი ქალბატონები არიან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქ არის ქალბატონებისათვის და ბევრი რეგიონისთვის უჩვეულო ერთიანობა. მათ ერთად შექმნეს ქალების საბჭოც, ქალების გაერთიანება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან კარგად ხედავენ იმ ყველა პრობლემას, რომლებიც რეგიონშია. ქალბატონების უმეტესობა სკოლის და საბავშო ბაღის მასწავლებელია, ვისაუბრეთ ზუსტად იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები მთლიანად ამ რეგიონის განვითარებაში და იმისთვის, რომ უფრო წარმატებულები იყვნენ მომავალში,“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველა შეხვედრაზე - მოსახლეობასთან, ქალებთან, ახალგაზრდებთან და შემდეგ უხუცესებთან - საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე, ყველა შეხვედრაზე აღინიშნა წყლის და შიდა საუბნო გზების პრობლემა, მაგრამ ამასთან ერთად, ყველა სოფელში დადგა კულტურის სახლის განახლების საკითხი, ვინაიდან ახალგაზრდებისათვის აუცილებელია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც დამატებითი ცოდნისა და უნარების განვითარებას შეძლებენ.

„ის სულისკვეთება, რომ ამ ხეობის მოსახლეობა ყველაზე მეტად ფიქრობს ახალგაზრდობაზე, რა თქმა უნდა, არის ძალიან დასაფასებელი და იმის იმედი, რომ ამ რეგიონს განსაკუთრებული პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი ინფორმაცია, პროექტი ჩამოვიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტები დაემთხვა მოსახლეობის სურვილებს, მაგრამ ამასთან ერთად, მოვისმინეთ ის საჭიროებები, რომლებიც აქვთ და რომელიც უკვე შემდგომი წლისთვის პროექტებში შეგვიძლია გავითვალისწინოთ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ განათლება, მათ შორის სასკოლო და პროფესიული არის ერთადერთი და ყველაზე სწორი საშუალება რეგიონების განვითარებისთვის და მისი პოტენციალის სრულად ამოქმედებისთვის. ამ კუთხით ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, -განაცხადა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს