პოლიციამ ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის და მუქარის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. დ.ნ.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ძალადობის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო