წყალმომარაგების კომპანიისა და სემეკ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე მაია გიქოშვილმა, სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საოპერაციო საქმიანობაში ინტეგრირებული ჟურნალების, წარდგენილი ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტის შეფასებისა და ახალი ანგარიშების ფორმის შევსების ინსტრუქციებზე იმსჯელეს.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კომპანიის წარმომადგენლებს ახალი მიდგომები გააცნო და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.

კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სემეკთან და ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის საკითხთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა