მაიკ პომპეო - ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დრო მოვიდა მადურო წავიდეს, ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ რუსეთი არამართლზომიერად ერევა ვენესუელას შიდა საქმეებში. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„რუსეთი ჩაერია ვენესუელას საქმეებში. მათ ეს არამართლზომიერად განახორციელეს. რუსეთს არ აქვს ვენესუელელი ხალხის თანხმობა, რომ ქვეყანაში იყოს. ისინი ვენესუელაში, როგორც მტრული სახელმწიფო იმყოფებიან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ნიკოლას მადურო როგორც ყოფილი ლიდერი მოიხსენია და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ხუან გუაიდოს ქვეყნის არჩეულ ხელმძღვანელად მიიჩნევს.

მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ გამორიცხავს სამხედრო ინტერვენციას ვენესუელაში,. ასევე აღნიშნა, რომ „ყველა სცენარი განიხილება აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ“.

კითხვაზე, შესძლებს თუ არა აშშ ვენესუელაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე შეჭრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დრო მოვიდა მადურო წავიდეს. ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს