საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საფინანსო - ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის სფეროში საგამოძიებო უწყების წარმატებული გამოცდილება და ოპერატიულ - სამძებრო მუშაობის პრაქტიკული საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საგამოძიებო უწყების საქმიანობის მიზნების და საკანონმდებლო საფუძვლების თაობაზე და იმ დანაშაულების შესახებ, რომლებზეც საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას ახორციელებს.

“საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის სფეროში დანაშაულის გამოვლენა - აღკვეთით, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით და რისკების გათვლით, საგამოძიებო სამსახური იცავს თავისუფალ ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა სტუმრებთან შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. შეხვედრის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა დაათვალიერებინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო