პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა და ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები: შოთა როსტიაშვილი, შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.

„მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება, ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობა და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო. რწმუნებულმა აღნიშნა, რომ რეგიონის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობისათვის ახალციხეში საქართველოს პრეზიდენტის ჩამობრძანება და ადგილობრივი პრობლემებით დაინტერესება უდიდესი მოტივაციაა. ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახალი გზების მშენებლობას, არსებული გზების რეაბილიტაციას, სასმელი და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას და ტურისტული ინფრასტრუქრურის შექმნას ითვალისწინებს.

მხარის რწმუნებულმა საქართველოს პრეზიდენტს ნინოწმინდის მერი მისოიანი წარუდგინა,რომელიც როგორც საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი ქალი მერია და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ნინოწმინდაში. შეხვედრაზე განიხილეს აბასთუმანში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აბასთუმნის შემოვლითი გზისა და აბასთუმან-საირმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონებში მისი სტუმრობა მხარის შესაძლებლობების გაცნობასა და რეგიონების გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურება, რომელიც მისი აზრით, ქვეყნის განვითარების გზას წარმოადგენს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეგიონის პრობლემების გაცნობა მხოლოდ ახალციხესა და ახალქალაქში სტუმრობით არ შემოიფარგლება და მომავალში იგეგმება ბაკურიანში, აბასთუმანსა და ბორჯომში სტუმრობაც. პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში არსებულ კომპანიებს დაათვალიერებს და სახელმწიფო პროგრამაში ,,აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს პრეზიდენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული გამოწვევები გააცნეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა