რუსთავი-თბილისი მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად, „მეტრომანის“ და „საქართველოს ბანკის“ ბარათით იქნება შესაძლებელი

კომპანია „ინტერტრანსი“ გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად „მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეეძლებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს, პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსში დამონტაჟდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.

მგზავრობის ღირებულების გადახდა მსურველებს, ნაღდი ფულითაც შეუძლია. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების ნაწილში "მეტრომანისა" და "საქართველოს ბანკის" ბარათებით გადახდა დაინერგა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა