თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების ბრალდებით დაკავებული 10 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

თურქეთში, სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების ბრალდებით დაკავებული ათი პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს თურქეთის უშიშროებამ იზმირში ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც სირიის 9 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ ათივე პირი საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში გადაიყვანეს.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა