მამუკა ბახტაძე - მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს

მარნეულში, სოფლის მეურნეობის პროექტებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარნეულში შეკრებილ მოქალაქეებს.

პრემიერმა „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა, რომ მარნეული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს, სწორედ ამიტომ სახელმწიფო ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩადებულ ინვესტიციას სამჯერ გაზრდის.

„თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია, ჩვენ როგორც ერთი ქვეყნის შვილები, საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვგდავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ, არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის რომ ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები და მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების. მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"