ირაკლი ღარიბაშვილი - უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას

ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას, - ამის შესახებ „პარტია ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არასოდეს დაბრუნდება წარსულში. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ 2019 წლის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებს მოიგებს.

„ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასოდეს დავბრუნდებით წარსულში. წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ჩვენი მოსახლეობის წინაააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ. ამ უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი ამას არ დაუშვებს. ამ არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: მინდა მივმართო უსუსურ ოპონენტებს - ნურავის ექნება იმედი საზოგადოებაში შუღლის გაღვივების

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს