ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამები კიდევ უფრო გააძლიერებს მარნეულის მოსახლეობას

ის გეგმები და პროგრამები, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს დაგეგმილი, კიდევ უფრო გააძლიერებს მარნეულის მოსახლეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სიძლიერე მის მრავალეთნიკურობაშია.

„ჩვენი მთავარი სიძლიერე არის ჩვენი ერთობა. საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სიმდიდრე. მე მინდა ამ რეგიონს, განსაკუთრებით მარნეულელ ხალხს მოვეფერო.

საყოველთაოდ ცნობილია და ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომ ამ მხარეში განსაკუთრებლად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. თქვენი შრომა არის საყოველთაოდ ცნობილი მთელს საქართველოში და ის გეგმები და პროგრამები, რომლებზეც პრემიერმა განაცხადა და რომელიც დაგეგმილი აქვს ჩვენს მთავრობას, კიდევ უფრო გააძლიერებს ამ მხარის მოსახლეობას“, - გაანცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო