დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები

ისევ ორპოლუსიანი სისტემით უნდათ, რომ შეეგებოს ჩვენი პოლიტიკური ყოფა ამ არჩევნებს. ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან, - ასე მიმართა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს სიტყვით გამოსვლისას მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ლიდერმა დავით მაღრაძემ.

დავით მაღრაძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იმედი გამოთქვა, რომ მოძრაობაში „არასდროს იქნებიან მურუსიძეები და ზარდიაშვილები“ .

მის თქმით, მოძრაობის მიზანი ემსახურება იმას, რომ მათი წუხილი პოლიტიკამდე მიიტანონ. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას არც ერთი ტოვებს.

„ხშირად მეკითხებოდნენ სტუმრები ვინ იქნებით ხვალ, ვინ შეიკრიბებით 13 აპრილს, იქნებიან, თუ არა გაჩეჩილაძეები?! ლევანს ვესაუბრე, ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის მოძრაობაში „დაიცავი საქართველო“ . ლაშა ამირეჯიბიც დავინახე. ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები... იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. ეს გვარები ღმერთმა ამრავლოს და ყველას სიკეთე მინდა ვუსურვო. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვიც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა.

ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ვერ ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს.

ასე მგონია და ასე ვხედავ, რომ დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ჩემობს პოლიტიკური სივრცე მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს. ახალგაზრდები ყოველთვის თავისუფლები არიან. თავისუფლებისკენ სწრაფვა მათი ცხოვრების წესია და გვინდა, რომ ამ მოძრაობას საფუძველი დავუდოთ, როგორც ერთ დროს აქ, ბევრი წლის წინ, სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი. ვიფიქრეთ, რომ „დაიცავი საქართველო“ ამ ნიშნით გაგვეცოცხლებინა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა