დავით უსუფაშვილი - დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ოცნება“ შესაცვლელია არჩევნებით და არა რევანშით ან რუსული ზღაპრებით

არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მოძრაობის „დაიცავი საქართველო” შეკრებაზე დასწრების მიზეზის განმარტებისას განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, მან მოწვევა დავით მაღრაძისგან მიიღო და ფილარმონიაში სწორედ ამიტომ მივიდა.

„დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა და მოსმენა. მოვედი და მოვუსმენ. ასევე, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, „დაიცავი საქართველოს” პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაქმნის შემთხვევაში, ითანამშრომლებს თუ არა „შენების მოძრაობა“ მასთან, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თემატურად „შენების მოძრაობა“ ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატოს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველა. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და ადგილს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა