დავით მაღარაძე - ჩვენი ამოცანაა, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღესაა, ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას განსაცდელი მოუვლინა

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომ მათი მიზანი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ისე გაშვებაა, რომ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდეს „პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა.“

„შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა,“ - განაცხადა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა.

დავით მაღრაძის თქმით, მათი დამსახურებაა, რომ „ბრძოლის ველზე გამოსვლა“ სხვებმაც შეძლეს.

„დაიცავი საქართველოს“ ძალიან საინტერესო წარსული, საინტერესო ბიოგრაფია აქვს. შეიძლება იყო რაღაც ნეგატივი, ბევრჯერ გულგატეხილობაც, მომიტევეთ გახსენებისთვის, მაგრამ არა მგონია, რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს ამდენი დამტვრეული ძვლები, ამდენი დახეთქილი თავები. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ განცხადებებით არასდროს შემოიფარგლებოდა. ჩვენ განსაცდელის წინაშე მხნედ ვიდექით, როგორც შევძელით ისე, მაგრამ როგორც დღეს „ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ შედეგი ვერ დავდეთ და ამაზე მიგვანიშნებს, ის შედეგი ხომ მაინცაა, რომ მანაც გარისკა და ბრძოლის ველზე გამოვიდა. კიდევ ბევრმა ხალხმა, რომლებიც მგონი უჩვენოდ ვერ გარისკავდა. ამიტომ ვფიქრობ, ეროვნული ამოცანის ხარისხშია ჩემთვის ის, რომ ისეთი ხვალინდელი დღე შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან წელგამართული წავიდეს,“- განაცხადა დავით მაღრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს