ნინი ქარსელაძე - მე ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ- ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას 2012 წლის შემდეგ არავისგან დაცვა არ სჭირდება

ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას 2012 წლის შემდეგ არავისგან დაცვა არ სჭირდება, განსაკუთრებით მმართველი გუნდისგან, - ეს განცხადება მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ფილარმონიაში სამოქალაქო მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე გააკეთა.

ქარსელაძე აღნიშნავს, რომ ის „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერია და არ ეთანხმება საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების მიერ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებულ მოთხოვნას.

„საქართველოს არავისგან არ ვიცავ, მე ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას 2012 წლის შემდეგ ვინმესგან დაცვა არ სჭირდება, განსაკუთრებით მმართველი გუნდისგან. მე მოვედი იმისთვის, რომ მოვისმინო აქ შეკრებილი ადამიანების აზრი, რომლებსაც წლებია ვიცნობ, ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ სწორ პოზიციაზე ვარ. მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრიდან გამოსული იგივე პოზიციაზე დავრჩები. ჩემი აქ მოსვლის მიზანი იყო მომესმინა თუ რას ფიქრობენ ეს ადამიანები. ვიცი, რომ აქ შეკრებილი ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ბიძინა ივანიშვილის და აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს. მე, რა თქმა უნდა, არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, მაგრამ მინდა მოვისმინო მათი პოზიციები ვრცლად, ბევრი კითხვა მაქვს და იქნებ ამ კითხვებზე პასუხი მივიღო, თუ რატომ მოხდა მათი ამ პოზიციებზე გადასვლა“, - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო