ვატო შაქარაშვილი - ის ადამიანები, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს

„ის ადამიანები, ვისთანაც დაკავშირებული იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს სდევნიდა, დღეს ისინი სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა საკრებულოში ვატო შაქარაშვილმა მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს განგაშის მომცემი სიმპტომია.

„მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლა იმისთვის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრულებულიყო და აღარასოდეს განმეორებულიყო უსამართლობა, რომელიც გაბატონებული იყო, მაგრამ რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ? ის ადამიანები, ვისთანაც დაკავშირებული იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს სდევნიდა, დღეს ისინი სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს განგაშის მომცემი სიმპტომია, რადგან მცდელობაა, გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები; მცდელობაა, გადაიხედოს და გადაფასდეს ოქროს ფრაზა: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. როგორც ჩვენ ვხედავთ, დღეს წარსულს სხვადასხვანაირად აფასებს საზოგადოება და დღევანდელი ხელისუფლება. აწმყოსაც განსხვავებულად ვაფასებთ. ვფიქრობ, არაადეკვატურად აღიქვამს მმართველი გუნდი დღევანდელობას. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას ამ ფონზე ვერანაირ პერსპექტივას ვერ სთავაზობს,“ - განაცხადა შაქარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა