ეკა ბესელია - პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, უკავშირდება ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას

დეპუტატი ეკა ბესელია უახლოეს მომავალში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ დეპუტატმა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას თქმით, მომდევო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც ის გააკეთებს, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას შეეხება.

„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე - იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, ჩემს მეგობრებთან ერთად იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს