ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოისა და ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება უნდა უზრუნველყონ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მიმდინარეობასა და მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის ვიზიტს საქართველოში.

შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე - პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა