ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ხმაურია

ზუგდიდში სამხარეო პოლიციის შენობასთან ხმაურია. აქციის მონაწილეები ბესიკ დგებუაძის დაკავებას აპროტესტებენ და პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მოითხოვენ.

დაკავებულის მშობლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ მათი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ჩემი შვილი, რომელიც თვითონ იყო დაჭრილი და დაზარალებული, დააკავა პოლიციამ, თითქოსდა ცრუ ჩვენების მიცემისთვის. ორივე შვილი ბორკილებით გაიყვანეს სახლიდან, როცა მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით. ვითხოვთ პოლიციის მაღალჩინოსნებისგან პასუხს“, -განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულის დედამ მანანა მოთაგვარიამ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდში დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა