ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა. ბათუმში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ტალახაძე მესამე ცდაზე არც კი მისულა. ამით ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა.

ვერცხლის მედალს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე დასჯერდა, რომელმაც 206 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.

იხილეთ ვიდეო: მომენტი, როდესაც ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა - სპორტსმენი ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო