ლადო კახაძე პაატა ბურჭულაძის გუნდში ყოფნაზე - მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი

მწყინს, რო შეცდომაში ვიყავი შეყვანილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ PalitraNews-ის გადაცემაში 7 VS 1, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში ყოფნაზე საუბრისას განაცხადა.

მან წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ პაატა ბურჭულაძის გვერდით იყო, უპასუხა, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი.

„მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი ამ კუთხით. ეს რომ ყოფილიყო პროფესიული ოპონირება, ამ ველზე დამოუკიდებლად გამოსვლის ფორმა, ოპონირების რეჟიმი გამოაფხიზლებდა კიდევაც და კარგიც იქნებოდა, ცუდი არ იქნებოდა. პაატა ბურჭულაძესთან, ამ ფრთაზე როცა მივედი, მე ვთქვი, რომ სამედიცინო პროგრამას დაგიდებ, ყოველგვარი პარტნიორობის გარეშე. პირველად რომ მივედი, სამედიცინო პროგრამა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მთხოვა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. მე ცალსახად დავთანხმდი, მაგრამ აზრადაც არ მაქვს გავლებული, რომ ვასოცირდები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ვამბობ, რომ მე ადამიანებს კი არა, სისტემას ვუპირისპირდები, ავადობას და არა - ავადმყოფს“, - განაცხადა კახაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო