ლადო კახაძე - გული დამწყდა შავგულიძეზე, რადგან ის არა გამოჯანმრთელების, არამედ პოლიტიკური წითელას მხარეს დადგა

გული დამწყდა შავგულიძეზე, რადგან ის არა გამოჯანმრთელების, არამედ პოლიტიკური წითელას მხარეს დადგა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ PalitraNews-ის ეთერში, გადაცემაში „7 VS 1“ განაცხადა.

მან წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ ხელისუფლების ოთხივე შტო პოლიტიკური წითელათი იყო დაავადებული, რაც ყველაზე ცუდად სასამართლომ გადაიტანა.

„იმ პერიოდში საქართველოს დაემართა პოლიტიკური წითელა. პოლიტიკური წითელათი დაავადდა ხელისუფლების ოთხივე შტო. ყველაზე ცუდად ეს გადაიტანა სასამართლო ხელისუფლებამ, რადგან ისინი მოუმზადებლები, აუცრელები შეხვდნენ ამას - სულ ახალი კონტინგენტი იყო, აუცრელი, არც საკუთარი იმუნიტეტი ჰქონდა. ყველა, მთელი სასამართლო ხელისუფლება იყო წითელათი დაავადებული. წითელადან ორი გამოსავალია: ან გამოჯანმრთელება, ან ის შეგიწირავს. ან შეიძლება გამოჯანმრთელდე, მაგრამ არასრულად. აქ ორი ნაწილია: წითელა, როგორც ავადობა და მეორე მხრივ, ავადმყოფი, რომელიც წითელათი არის ავად. სასამართლო ხელისუფლება ავადმყოფი, წითელათი დაავადებული ხელისუფლებაა, მას შანსი აქვს გამოჯანრმთელების და აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ხოლო თავად ვირუსი არასდროს გამოკეთდება, მისგან სულ ახალი წითელა წამოვა. ამიტომ, მე გული დამწყდა შალვა შავგულიძეზე, ის არა გამოჯანმრთელების, არამედ წითელას მხარეს დადგა. მე ვამბობ, რომ პოლიტიკური წითელა წინა ხელისუფლებაა“, - განაცხადა კახაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო