ზაზა გაბუნია - ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო გარანტიები დედაენისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და დედაენის სკოლებში დაბრუნებისათვის მომზადებული კანონპროექტის ავტორი ზაზა გაბუნია დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„წლევანდელ წელს დედაენის დღეს მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით - ჩვენი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ უკვე შეიქმნა საკანონმდებლო საფუძვლები იაკობ გოგებაშვილის დედაენის სკოლებში დაბრუნებისათვის და მისი როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფორმალური განათლების პროცესში გარანტირებულად ჩართვისთვის. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი და მარიამ ჯაშის, როგორც კანონის ავტორების და მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს გახლავთ მთელი ერის გამარჯვება, საკითხი, რომელმაც გააერთიანა საზოგადოება - მას თავის საშობაო ეპისტოლეში გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქი, მხარდაჭერა მიიღო სამეცნიერო და პედაგოგიური წრეებიდან, დადებითი ემოციები შეიტანა ოჯახებში და მოიპოვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მხარდაჭერა. წინ ასევე მნიშვნელოვანი პროცესია - მიღებული კანონის საფუძველზე განათლების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისიის ფარგლებში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, კვალიფიციური პირების მონაწილეობით, იაკობ გოგებაშვილის გენიალური მეთოდის საფუძველზე უნდა მომზადდეს და დაიბეჭდოს ნამდვილი დედაენა, რომლითაც განათლების მიღებას შეუდგებიან მოსწავლეები. ყველას გილოცავთ დედაენის დღეს და ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებულ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლითაც კანონის საფუძველზე დგინდება ვალდებულება დედაენის სკოლებში შესვლის შესახებ. ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესებისა და ჩვენი ფასეულობების სასარგებლო გადაწყვეტილება",- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო