ბათუმში  ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა

2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე (3 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი) სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდეტნმა კახი კახიაშვილმა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს გადასცა. კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სახელით, მიხეილ ბატიაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.­

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო