საქართველოში გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი შედგება

14-21 აპრილს, გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევიან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს.

ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს ხურვალეთში და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებენ; სტუმრები ასევე ეწვევიან იუსტიციის სახლს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს.

დაგეგმილია ელჩების ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან შეხვედრის გარდა მოინახულებენ ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს და ეწვევიან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს.

საქართველოში გაეროსთან აკრედიტებული ელჩების სამუშაო ვიზიტის მიზანია გაეცნონ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, რეფორმირებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას. ელჩები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების და ტურისტული პოტენციალის შესახებ. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროსთან აკრედიტებული ელჩების საქართველოში ვიზიტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი ინიციატორი გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა