ზაზა გაბუნია - ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რა იყო "დაიცავი საქართველოს" გუშინდელი შეკრების მიზეზი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რა იყო "დაიცავი საქართველოს" გუშინდელი შეკრების მიზეზი.

"მოვერიდები ხისტ პერსონალურ შეფასებებს ცალკეული პირების მიმართ. ეს ადამიანები რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. ელემენტარული ეთიკა მოითხოვს ჩემი მხრიდან ამას. რაც შეეხება ყრილობას, მას მკაფიოობა აკლდა. ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რა იყო შეკრების მიზეზი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აღქმა, რომ ვინმეს მიერ რაიმეს დაცვაა საჭირო. საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების მიმართ მიცემული დაპირებებისა თუ იმ ნდობის ფარგლებში, რომელიც საზოგადოების მხრიდან მივიღეთ, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის კრიტიკა ყოველთვისაა შესაძლებელი, მაგრამ ის, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება, ეს უკიდურესად გადაჭარბებულია",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა