ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით  ვენეციის კომისიის დასკვნას  15 აპრილს ელოდებიან

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და დასკვნას არ მოისმენს. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის აღნიშნული მნიშვნელოვანია. ამის შესახებ გაბუნიამ ხვალ დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ 15 აპრილს, დაახლოებით შუადღისთვის ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. იცით, რომ კანონპროექტის განხილვამდეც დეკლარირება მოახდინა ჩვენა გუნდმა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსაზრებები. მეტიც ჩვენ პროაქტიურად მივმართეთ ვენეციის კომისიას. ასე რომ, ბუნებრივია, არათუ დაველოდებით და წავიკითხავთ, არამედ გავითვალისწინებთ კიდეც ვენეციის კომისიის მოსაზრებებს.

მიმაჩნია, არაფერი იმგვარი არ ხდება, რომ გამოირიცხოს ვენეციის კომისიის როლი, პირიქით, ეს როლი მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს