ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს შიგნით  რა ხდება, ეს ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი საკითხია, ეს  არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს

ჩვენს შიგნით რა ხდება, ეს ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხია. ეს არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არანაკლები დაპირისპირებაა სხვა პარტიებში.

„შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები და ალბათ არ გადავაჭარბებ, უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში, ათჯერ უარესი, უმძიმესი დაპირისპირება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანია, 2012-2013 წლებში შინაგანა საქმეთა მინისტრის, 2013-2015 წლებში კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს