ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცი, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას კანდიდატურის დასახელებას აპირებდა და სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა, ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ზუგდიდის მერობის კანდიდატად თავდაპირველად ნიკა მელია განიხილებოდა, შემდეგ კი ის საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა შეცვალა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ფაქტს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

„ვიცი, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, რომ კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც ნიკა მელიას და არც არავისი ბედი ჩვენი ოპონენტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: "ვიცი, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა, კანდიდატად დაეყენებინა მელია და ჩანაცვლდა სააკაშვილის მეუღლით, ამაზე ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს