სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს პოლიტიკურად, მით უკეთესია

ეს კანონპროექტი დააჩქარებს მხოლოდ იმას, რაც ელოდება თქვენს პოლიტიკურ გუნდს, რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს, მით უკეთესია, პოლიტიკურად, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობამ ვენეციის კომისია ფორმალურად მოიწვია და მისი დასკვნის გაზიარებას, არ აპირებს.

„უნდა ვაღიარო, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ან პარლამენტში მოსული მოთხოვნით, რომ უზენაესი სასამართლო სასწრაფოდ დაკომპლექტდეს, არ მინახავს, მაგრამ თქვენი კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხნით „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს“. მაინტერესებს, პოლიტიკური გადარჩენის ინსტიქტი მაინც არ გაქვთ, რომ ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის წინააღმდეგ, დღეს, ფორსირებულად გვაიძულებთ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაველოდოთ და ისე მივიღოთ კომიტეტზე ეს კანონპროექტი. რას ელოდებით, რომ ვენეციის კომისია რას გააკეთებს მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, კომისიის რომელიმე წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ, რომ ფორმალობა არის ჩვენი მოწვევა აქ რადგან უკვე დანიშნული გაქვთ მოსმენები და არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო. დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი პოლიტიკურად თავს ისამარებს.

„მაინტერესებს ვისთვის იღებთ ამ კანონპროექტს, როცა სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს კანონპროექტი ძალიან დიდი ხნით საქართველოს სასამართლოს წაართმევს დამოუკიდებლობის შანსს. ჩემთვის გასაგებია, არჩევნები მოდის, სასამართლო სისტემის სრული კონტროლი გჭირდებათ და რა თქმა უნდა, ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაიმე, რაც დღეს აქ ითქმება. ეს კანონპროექტი დააჩქარებს მხოლოდ იმას, რაც მოელის თქვენს პოლიტიკურ გუნდს, რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს, მით უკეთესია, პოლიტიკურად “,- განაცხადა სამადაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა