ბიზნესომბუდსმენი - საბანკო რეგულაციების შერბილება მნიშვნელოვანია

კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მიმართვიანობის ანალიზზე დაყრდნობით ახალ კრიტიკულ საკითხად ასახელებს საბანკო რეგულაციებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საბანკო რეგულაციების შერბილება, რადგან უკვე გამოიკვეთა რეგულაციების ნეგატიური ასახვა ტექნიკის მაღაზიებსა და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებზე.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე. ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით 40-60 %-ით შეუმცირდათ და ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხო. ასევე რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზეც“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს