ირაკლი ლექვინაძე - 10-ზე მეტმა კომპანიამ მოგვმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი გენგეგმით განსაზღვრული ზონირების გამო პრობლემები შეექმნა

10-ზე მეტმა კომპანიამ მოგვმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი გენგეგმით განსაზღვრული ზონირების გამო პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზმესომბუდსმენის აპარატის პირველი კვარტლის საქმიანობის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ კვარტალში კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები და გამოსავლად მიწის მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას ასახელებს.

„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული უნდა იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ კონკრეტულ მონაცემებს შევაგროვებთ და გავუგზავნით მერიას და საკრებულოს", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა