ირაკლი კობახიძე - „დაიცავი საქართველოს" ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3% ბარიერის გადალახვაც კი

„დაიცავი საქართველოს" ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3% ბარიერის გადალახვაც კი, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დაიცავი საქართველოს" პოლიტიკურ შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ინტერპრესნიუსის" შესაბამისის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოძრაობას ჰყავს ლიდერები, რომლებიც „მინუს პროცენტებში" იმყოფებიან და რომლებიც, ვერც ერთი პარტიიდან ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

ირაკლი კობახიძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს რომ ამ კონტექსტში „ქართული ოცნების" ყოფილ წევრებზეც საუბრობს.

„3%-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტიები. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი, ეს წაადგება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებას, თუმცა ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია შეიტანს წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3% ბარიერის გადალახვაც კი, როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია 3 %-ზე ასვლაც არის ძალიან ძნელი. არ მინდა სიღრმეებში ჩავიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ხშირად ჭარბობს სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით და ამის ნაკლებობაც იქ არ არის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა