ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ ის კითხვები მოიხსნება, რომელიც ოპონენტებისგან ისმის

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ ვფიქრობ, მოიხსნება ის კითხვები, რომელიც ოპონენტებისგან ისმის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში, ვენეციის კომისიის დასკვნასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინებია, ვინაიდან მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი 100-ჯერ აღემატება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც კომისიას აქვს საკითხთან მიმართებით.

„ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტური. ვენეციის კომისია წარმოადგენს თავის ექსპერტულ დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით. მარტივად რომ ავიღოთ, რომ ეწეროს იუსტიციის საბჭო წარმოადგენს სიას, რაც იყო მანამდე და ამტკიცებს პარლამენტი, ეს ყველაფერი სამართლის პრინციპებთან თავსებადია, რადგან ბევრ ქვეყანაშია ასე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის თანახმად მმართველი გუნდი კანონპროექტს დაჩქარებულად, ვენეციის კომისიის დასკვნამდე მიზანმიმართულად განიხილავს, რაც კითხვებს აჩენს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვადებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია სრულად ინფორმირებულია. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, რომელიც მოსამარათლეთა უვადოდ განწესებასა და კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმებს შეეხება, ხვალ გამოქვეყნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა