"გალფში" წლის მთავარი საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

კომპანია "გალფი" წინასააღდგომოდ კვლავ მასშტაბურ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. მთელს ქსელში Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება. თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, საწვავის შეძენის დროს, გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. მათ კი, ვინც ჯერ კლუბის წევრი არ არის, შეუძლიათ ბარათი „ონლაინ” შეუკვეთონ.

კამპანიის ფარგლებში თანხის დონაციის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება ლაივ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.gavertiandet.ge. გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელი საწვავის შეძენის დროს SMS-ის სახით მიიღებს ინფორმაციას თუ რამდენი ლარი გადაირიცხა კონკრეტულად მისგან და ასევე ნახავს ჯამურად რა თანხაა შეგროვებული.

კამპანია "გალფის" ქსელში 15 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე, „სოლიდარობის ფონდმა”, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ის კლინიკები), სიმსივნით დაავადებული 500-ზე მეტი ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა